ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ფოთში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი ყვავილებით შეამკეს და რუსეთის დროშა საჯაროდ დაწვეს.

აქციის მონაწილეებმა დაგმეს რუსული აგრესია და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ჩვენ მოვედით 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალთან და ყვავილებით შევამკეთ იგი. მე პირადად, განმიახლდა ის ტკივილი, რაც 2008 წლის აგვისტოში განვიცადეთ. მაშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილი დაიბომბა, მათ შორის იყო ქალაქი ფოთიც. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს“, –  განაცხადა საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჟანა ჩაჩავამ.