ფოთში უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობა, ასევე სათადარიგო მოედნის მშენებლობა სრულდება
ფოთში უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობა, ასევე სათადარიგო მოედნის მშენებლობა სრულდება

ფოთში, უეფა-ს მესამე კატეგორიის სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნის მოწყობის და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

„პროექტის ფარგლებში, შენდება ცენტრალური სტადიონის 2 740 მაყურებელზე გათვლილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა. ასევე, დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაც. ტრიბუნის ქვეშ ეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსოები. დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის. სამხრეთ ტრიბუნაზე კი დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედტაბლო. ახალი სტადიონი ქალაქისა და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 5.3 მლნ ლარს შეადგენს.

დატოვე კომენტარი