ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში ხუთი ადამიანი იმყოფება
ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში ხუთი ადამიანი იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში ხუთი ადამიანი იმყოფება. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აქედან სამი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა, ორი კი რუსეთიდან ჩამოვიდა.

„აფხაზეთიდან ჩამოსულები ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორის ყველაზე პატარა ექვსი წლისაა. კორონავირუსზე უკვე დაიტესტნენ და ველოდებით პასუხს. რაც შეეხება რუსეთიდან, სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოსულ ცოლ-ქმარს, თვითიზოლაციის ვადა 28 აგვისტოს უმთავრდებათ, მაგრამ 27-ში მათი ბიოლოგიური მასალა ხელმეორედ გაიგზავნება ლაბორატორიაში გამოსაკვლევად და მიღებული პასუხის მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.