ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი გაიზარდა
ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი გაიზარდა

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი გაიზარდა. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„თვითიზოლაციის რეჟიმში 72 მძღოლი იმყოფება. დღეს საკარანტინო სივრცეში 34 მძღოლი გადავიყვანეთ. ისინი გადასაზიდი ტვირთის მიღებამდე საკარანტინო ზონაში დარჩებიან.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ ფოთში მოქმედი საწარმოები, რომელთა მუშაობა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, მუშაობენ მაღალი თვითშეგნებით და მათ მიერ მაქსიმალურად არის დაცული საგანგებო სიტუაციის წესები თუ რეკომენდაციები“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.