ფოთში თვითიზოლაციაში ცხრა, ხოლო საკარანტინო სივრცეში ასევე ცხრა მოქალაქეა მოთავსებული
ფოთში თვითიზოლაციაში ცხრა, ხოლო საკარანტინო სივრცეში ასევე ცხრა მოქალაქეა მოთავსებული

ფოთში თვითიზოლაციაში ცხრა პირი იმყოფება, ცხრა მოქალაქეა მოთავსებული საკარანტინო სივრცეშიც.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი კონტროლდებიან და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ცოტა ხნის წინ ოთხი ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში. ესენი არიან აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები. მათი ასაკია 35-დან 50 წლამდე. მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ბინაში არ ჰქონდათ საიზოლაციო პირობები და მეტი სიფრთხილისთვის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ“,- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზიზი გაგუამ.