ფოთში, თვითიზოლაციაში 35 პირი იმყოფება
ფოთში, თვითიზოლაციაში 35 პირი იმყოფება

ფოთში, თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 35 პირი იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, ფოთში ფუნქციონირებას აგრძელებს ორივე საკონტროლო-გამშვები პუნქტი.

„ფოთში ფუნქციონირებას აგრძელებს ორივე საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი. სამშენებლო კომპანიებმა და ავტოსერვისებმა განაახლეს მუშაობის პროცესი. ჩვენ კვლავაც ვეხმარებით საჭიროების მქონე მოსახლეობას პროდუქტებით. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – აცხადებენ ფოთის მერიის პრესსამსახურში.