ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 12 ადამიანი იმყოფება
ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 12 ადამიანი იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციაში ამ დროისათვის 12 ადამიანი იმყოფება.

როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აქედან ერთი, ესპანეთიდან, ხოლო დანარჩენები გერმანიიდან ჩამოვიდნენ. ამ ეტაპზე ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეისათვის 12 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციის რეჟიმში. ყველა მამაკაცია. აქედან ერთი 40 წლამდე ასაკისაა, ის ესპანეთიდან ჩამოვიდა, დანარჩენები 18-დან 42 წლამდე ასაკისები არიან და ისინი გერმანიიდან დაბრუნდნენ. თითოეული მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გუშინვე მოხდა ყველა საიზოლაციო სივრცის შეფასება და აკმაყოფილებს რეკომენდაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. თვითონაც ძალიან გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს, მკაცრად იცავენ თვითიზოლაციის წესებსა და სათანადო პირობებში იმყოფებიან. ჯერ კლინიკურად არანაირი გამოვლინება არ აქვთ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.