ფოთში თვითიზოლაციაში 30 პირი იმყოფება

16:00, 20.04.2020

ფოთში თვითიზოლაციაში 30 პირი იმყოფება. საკარანტინო სივრცეში კი ფოთიდან სამი ადამიანია მოთავსებული.

„30 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში. ისინი, ძირითადად, ტვირთმზიდი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები არიან. აბსოლუტურად ყველა მათგანი კონტროლდება. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი