ფოთში თვითიზოლაციაში 24 მოქალაქე რჩება
ფოთში თვითიზოლაციაში 24 მოქალაქე რჩება

ფოთში, თვითიზოლაციაში 24 მოქალაქე, საკარანტინო სივრცეში კი, ოთხი პირი რჩება. რაც შეეხება ფოთის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში მყოფ პაციენტთა რიცხვს, ის დღის განმავლობაში არ გაზრდილა.

„ამჟამად კლინიკაში იმყოფება 43 წლის მამაკაცი, რომელიც ოზურგეთიდანაა. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხს.

რაც შეეხება თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფ პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.