ფოთში თვითიზოლაციაში 15, კარანტინში კი, ცხრა ადამიანი რჩება
ფოთში თვითიზოლაციაში 15, კარანტინში კი, ცხრა ადამიანი რჩება

ფოთში, ამ დროისათვის თვითიზოლაციაში 15, კარანტინში კი ცხრა პირი იმყოფება.

ამასთან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე გრძელდება მგზავრთა თერმოსკრინინგი და ავტომანქანების დეზინფექცია.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოსახლეობას მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული წესები.

„კომენდანტის საათის დროს გამოვლინდა ოთხი კანონდარღვევა. საკოორდინაციო შტაბისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მთავრობისგან გაცემული რეკომენდაციების დაცვაზე მუდმივად ხორციელდება მონიტორინგი. მოვუწოდებ მოსახლეობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თვითკონტროლი და უფრო მეტად დავიცვათ წესები“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.