ფოთში თვითიზოლაციაში 14 ადამიანი, კარანტინში კი ხუთი პირი რჩება
ფოთში თვითიზოლაციაში 14 ადამიანი, კარანტინში კი ხუთი პირი რჩება

ფოთში, ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 14 ადამიანი, კარანტინში კი ხუთი პირი რჩება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი კონტროლდება და ამ დრომდე მათი მხრიდან დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მათივე ცნობით, დღეს, საკარანტინო სივრციდან ცხელების ცენტრში შემოიყვანეს 66 წლის პაციენტი.

„დღეს, საკარანტინო სივრციდან ცხელების ცენტრში შემოიყვანეს 66 წლის პაციენტი, რომელსაც აქვს ტემპერატურა 37,7, სხვა დანარჩენი ჩივილები არ აღენიშნება. არის აფხაზეთიდან, გალის რაიონიდან, აქედან გამომდინარე, მიუხედავად ძალიან მშვიდი დინამიკისა, მაინც აუღეთ კოვიდზე ანალიზი და ხვალ დილით გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.