ფოთში თვითიზოლაციაში 13, ხოლო კარანტინში ხუთი პირი იმყოფება
ფოთში თვითიზოლაციაში 13, ხოლო კარანტინში ხუთი პირი იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციაში 13 პირი იმყოფება. ცხრა პირის შემთხვევაში თვითიზოლაციის პერიოდი უკვე გავიდა. კარანტინში ამ ეტაპზე იმყოფება ხუთი პირი.

„ცხელების ცენტრში დღეს ორი პაციენტი შემოიყვანეს, ერთი ზუგდიდიდან, მეორე ჭადადიდიდან. პაციენტები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ორივე შემოვიდა მსუბუქი სიმპტომატიკით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ნიშნები არც ერთს არ აღენიშნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.