ფოთში თვითიზოლაციაში 10, კარანტინში კი ცხრა პირი იმყოფება
ფოთში თვითიზოლაციაში 10, კარანტინში კი ცხრა პირი იმყოფება

ფოთში თვითიზოლაციაში 10, კარანტინში კი ცხრა პირი იმყოფება. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ისინი კონტროლდებიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ფოთის ჰოსპიტალში კვლავაც ხუთი პაციენტია მოთავსებული. დილიდან მათი რიცხვი არ გაზრდილა. ყველა მათგანი შემოყვანილ იქნა ტემპერატურით და ზოგს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნება, თუმცა პნევმონია არც ერთს არ დაუდგინდა. იმის გამო, რომ ზოგი სარისკო ზონიდანაა, ზოგს კი სამსახური აქვს საყურადღებო, ჩავთვალეთ, თავის დაზღვევის მიზნით, ხუთივესთვის აგვეღო ანალიზი. ხუთივეს ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.