ფოთში ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, დაშავებულია სამი ადამიანი
ფოთში ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, დაშავებულია სამი ადამიანი

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, მალთაყვის უბანში ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ. სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტი გადაჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.