ფოთში, თევზის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ
ფოთში, თევზის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ

ფოთში, თევზის ბაზრის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათ პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

თევზის რეალიზატორების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ სარეალიზაცოდ გამოყოფილი ფართი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუხურეს, ახლა კი, ბაზრის მეპატრონე მათ მაღაზიებზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც არ გააჩნიათ. თევზით მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციას ზეწოლასა და მათი ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი მოვაჭრეებს სხვადასხვა სახის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და აღნიშნული პროტესტი გაუგებარია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.