ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო
ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო

ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხმაური იყო.

დილით მისულ მოვაჭრეებს ბაზრობის შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდათ.

მათი თქმით, აღნიშნულის მიზეზად ბაზრის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დაასახელა.

ბაზრის დირექტორის განცხადებით, ტანსაცმლის ბაზრობამდე მისასვლელი გზა ჩახერგილია და საჭიროების შემთხვევაში, იქამდე სახანძრო, თუ სხვა ტექნიკის მიყვანა შეუძლებელი გახდება.

გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ ბაზარში მომუშავე პირებიც.

„აქ სამი წლის წინ იყო ხანძარი, იგივე რომ განმეორდეს, დაცული არ ვართ, სახანძროს მანქანა ვერ შემოვა, რადგან ამას ხელს უშლიან გარემოვაჭრეები, გარე პერიმეტრზე განთავსებული მაღაზიეები „ტენტებითაა“ გადახურული. ჩვენამდე მოსასვლელი გზა ჩახერგილია. მერიის კომპანტეციაში თუ არ შედის ის, რომ ვიღაცები აყარონ, ან ჯარიმები დაუწესონ, არ ვიცი. თუ ჩვენი აყრა უნდათ, გაგვათავისუფლონ ადგილებიდან და წავალთ კერძოდ, თუნდაც სახლებში“, –  განაცხადა მოვაჭრე შორენა თვალთვაძემ.

ბაზრის დირექცია მერიის შესაბამის სამსახურებს მოიწოდებს, უმოკლეს ვადებში მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა, მოვაჭრეებს კი ურჩევს, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ პროცესს და პრობლემის გადაჭრამდე მუშაობა არ განაახლონ.