ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად ხდება უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა. პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.

ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ხორციელდება.

„ქალაქში უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში მერიის ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია ჩართული. საცხოვრებელი სახლების ეზოებიდან და პირველი სართულიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობის ზარალს აღწერს და აღნიშნული ზარალი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება,“- განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.