ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გუშინ ძლიერმა ქარმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაქცეულია ხეები, რიგ უბნებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.

ერთ- ერთ ოჯახში სახურავი ჩაინგრა, რის შედეგადაც სახლში მყოფმა მამაკაცმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. იგი ახლა მკურნალობის კურსს ერთ-ერთ კლინიკაში გადის.

„ძლიერი ქარის შედეგად აჭარის ქუჩასა და ფიროსმანის ქუცაზე დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. წუხელვე მუნიციპალიტეტის ძალებით მოვახდინეთ ამ სახლების დროებით გადახურვა. დღეს მოვიტანეთ შიფერი და ვურიგებთ მოსახლეობას, ვეხმარებით გადახურვით სამუშაოებში. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. მოგლეჯილი ხეები ყველა გადატანილია. ყველა ეს სამუშაო ხორციელდება, რათა მიყენებული ზარალის ოდენობა შემცირდეს“, – განაცხადა ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირმა.