ფოთში სპინინგით თევზჭერაში შეჯიბრი მიმდინარეობს
ფოთში სპინინგით თევზჭერაში შეჯიბრი მიმდინარეობს

ფოთში სპინინგით თევზჭერაში ღია პირველობა იმართება. შეჯიბრში 30-მდე მეთევზე მონაწილეობს.

ღონისძიება ლარნაკას ქუჩის მიმდებარედ, მარტოწყალას ტბაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების ცენტრის და მეთევზეთა კლუბ „ფაზისის“ ორგანიზებით ტარდება.

გამარჯვებული დღის ბოლოს გამოვლინდება.

„ღონისძიების მოწყობის მიზანია სამოყვარულო და სპორტული თევზაობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა და პოპულარიზაცია”, – აცხადებენ ტურიზმის სამსახურში.

სპინინგით თევზაობაში გამარჯვებულებს მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.