ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა
ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა

ფოთში, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართა.

ფორუმის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენდა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ გახსნეს.

დასაქმების მსურველებს 500-მდე აქტიური ვაკანსია რეგიონში მოქმედმა 22-მა კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დასაქმება, უმუშევრობის აღმოფხვრა. სოციალური მომსახურების სააგენტო 24 საათის განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ატარებს დასაქმების ფორუმებს, გვაქვს ასევე სხვადასხვა პროგრამა. აქ ჩამოვედით ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ინიციატივით, ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება და დაგვეხმარა ქალაქის მერია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ჩართულობა სამთავრობო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის და უფრო ბედნიერი ოჯახების შექმნისთვის. მჯერა, დღევანდელი დღე ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძემ.

დატოვე კომენტარი