ფოთში გუშინ კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა

12:35, 08.04.2020

ფოთის შესასვლელებთან მოწყობილ ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მგზავრთა შემოწმება და თერმოსკრინინგი გრძელდება.

გუშინ ღამით, კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოვლინდა.

ამასთან, ფოთის მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველ 400-მდე პირს საკვები პროდუქტები დაურიგდა.

„ფოთის საგუშაგოებზე თერმოსკრინინგის წესები შეიცვალა. ექიმები მგზავრებს თერმოსკრინინგს მანქანაშივე უტარებენ. მინდა, მადლობა გადავუხდო თითოეულ მათგანს. აქვე გეტყვით, რომ სოციალურად დაუცველ 400-მდე პირს გადაეცა საკვები პროდუქტი. ჩვენი მოხალისეები ჩართულები არიან სხვადასხვა აქტივობებში. დგანან მაღაზიებთან, ბანკებთან და ეხმარებიან მოქალაქეებს დაიცვან დისტანცია“ , – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი