ფოთში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა
ფოთში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

ფოთში შუახნის ქალს კორონავირუსი დაუდგინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, მას ვირუსი გუშინ სწრაფი ტესტით გამოუვლინდა.

გადამოწმების მიზნით, პაციენტის ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გაიგზავნა და დადებითი პასუხი დილით გახდა ცნობილი.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი სწრაფი ტესტით დაუდგინდა ქალის ორ კონტაქტს, „პისიარ“ კვლევის შედეგი კი, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად მიმდინარეობს ოჯახის წევრებისა და კონტაქტების გამოკვლევა. ასევე, სადენზინფექციო სამუშაოები უტარდება ინფიცირებულის საცხოვრებელ სახლსა და სამუშაო ადგილს.