ფოთში სენაკის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ჯგუფები განლაგდნენ
ფოთში სენაკის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ჯგუფები განლაგდნენ

ფოთში გვიან ღამით თავდაცვის სამინისტროს სენაკის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის ჯგუფები განლაგდნენ. ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტებზე იმყოფებიან კრიმინალური, საპატრულო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

კონტროლდება ყველა სატრანსპორტო საშუალება. მგზავრებს ეძლევათ რეკომენდაციები, რომელსაც დღეს საქართველოში ამოქმედებული საკარანტინო რეჟიმი ითვალისწინებს. გადაადგილების საშუალება ეზღუდება ყველა იმ პირს, რომელიც დაწესებულ შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები არის მოწყობილი. ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.