ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე გეგმური კვლევა უტარდებათ
ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე გეგმური კვლევა უტარდებათ

ფოთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა უტარდებათ.

როგორც დირექტორმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ტარდება.

„ნიმუშები „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამჯერად 12 პირის სინჯია. ანალიზის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.