ფოთში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა
ფოთში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა

მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან ფოთშიც განახლდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატურად ჩაუტარდება. ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა მომსახურება „კოვიდ-19″-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი ყველა წესისა და რეკომენდაციის სრული დაცვით განხორციელდება“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ამასთან, მისი თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა 8 ივნისიდან აღდგება.