ფოთში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, თონეში აფეთქება მოხდა
ფოთში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, თონეში აფეთქება მოხდა

ფოთში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, თონეში აფეთქება მოხდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა.

აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული. მას პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მამაკაცს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული სახისა და ზედა კიდურების არეში. მას გაეწია პირველადი დახმარება. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა სასწრაფოს დახმარების ექიმმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.