ფოთში საპროტესტო აქცია დასრულდა
ფოთში საპროტესტო აქცია დასრულდა

ფოთში საპროტესტო აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ დასრულდა.

აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამი დღის ვადაში უნდა შედგეს დიალოგი მხარეებს შორის, ამ დროის განმავლობაში კი, თევზის გადამამუშავებელი ქარხნები შეაჩერებენ სამუშაო პროცესს.

„შედგა კომუნიკაცია ქარხნის დირექტორებთან. ისინი თანახმა არიან, შეაჩერონ მუშაობა ვიდრე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. თავის მხრივ, ის გუნდი, რომელიც ამ საკითხზე არის შესაბამისი უფლებების მქონე, ხვალ ეწვევა ფოთს, შეხვდება ამ ადამიანებს და ამის შემდეგ შეთანხმდებიან შედეგებზე, თუ რა ბედი ელის ფოთის თევზის სუნის საკითხს. ყველა მხარე ფოთელი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ.

აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.

ფოთში აქციის მონაწილეები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებდენ. აქციის მიმდინარეობისას მათ ფოთის ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს.