ფოთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

09:12, 28.11.2018

ფოთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, მათ უკვე ექვსი საჩივარი  დაწერეს, რადგან კენჭისყრის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. საოლქო-საარჩევნო კომისიაში აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველა პროცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

ფოთში სულ 32 საარჩევნო უბანია. 70-ე ოლქში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 69-ით გაიზარდა.

საარჩევნო პროცესს ფოთში ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

მსგავსი