ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება
ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დასრულდება

ფოთში დასასრულს უახლოვდება სამხატვრო სასწავლებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს ფონდი „ქართუ“ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

სამხატვრო სასწავლებლის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და იმ შენობათა შორისაა, რომელიც გერმანელი არქიტექტორის, ედმუნდ ფრიკის მიერ არის დაპროექტებული. შენობა სრულად იქნა აღდგენილი და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგა არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენს.

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობა ქალაქ ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ და მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ მოინახულეს.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის ღირებულება 800 ათასი ლარია.