ფოთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი, ავტომანქანების შემოწმება და დეზინფექცია მიმდინარეობს
ფოთში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა თერმოსკრინინგი, ავტომანქანების შემოწმება და დეზინფექცია მიმდინარეობს

ფოთში, ორივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მგზავრთა თერმოსკრინინგი, ავტომანქანების შემოწმება და დეზინფექცია მიმდინარეობს.

ხელისუფლების ინფორმაციით, გუშინ ღამით ფოთში კანონდარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„მოსახლეობა მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება არსებულ ვითარებას. კომენდანტის საათის დროს არ გამოვლენილა დარღვევა. უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა სტრატეგიული ობიექტები. მოქალაქეებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დარჩნენ სახლში“ , – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.