ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა კონტროლი გრძელდება
ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრთა კონტროლი გრძელდება

ფოთის შესასვლელებთან განთავსებულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მობილიზებული არიან თავდაცვის სამინისტროს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ისინი აგრძელებენ მგზავრთა კონტროლს და აცნობენ მათ საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებულ წესებს.

„ქალაქის ორივე შესასვლელთან მიმდინარეობს მგზავრთა თერმოსკრინინგი. დღეს არცერთ მგზავრს არ დაფიქსირებია მომატებული ტემპერატურა. რეგულარულად ხორციელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლი“, – განაცხადა ფოთის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.