ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე მანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება. როგორც ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განაცხადა, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საკოორდინაციო შტაბი.

„ფოთში სიტუაცია სტაბილურია. ტვირთის მიღებამდე, თვითიზოლაციაში იმყოფება 73 მძღოლი, ისინი ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწყობილ ტირ პარკში არიან მოთავსებულები. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში რჩება 72 მძღოლი. ფოთიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფება სამი პირი. მათი კონტროლი მუდმივად ხორციელდება და ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტი მუშაობს გადამზიდავ კომპანიებთან, მათი მხრიდან კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით, იგი ეხება როგორს დატვირთვის, ისე გადაზიდვის პროცესს“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.​

მისივე თქმით, ფოთის მერია აგრძელებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებებს მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტით.