ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა უტარდებათ

16:20, 22.05.2020

ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს კორონავირუსზე კვლევა უტარდებათ.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ განაცხადა, აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით მეორედ ტარდება.

„ნიმუშები ,,პისიარ” ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამჯერად შვიდი პირის სინჯი გაიგზავნა და ველოდებით პასუხებს“, – განაცხადა კესო გელენიძემ.

მსგავსი