ფოთში სადეზინფექციო საშუალებებით 9 აპრილის ხეივანი მოირეცხა
ფოთში სადეზინფექციო საშუალებებით 9 აპრილის ხეივანი მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ფოთის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება გრძელდება. სადეზინფექციო საშუალებებით, ამჯერად 9 აპრილის ხეივანი მოირეცხა.

მიმდინარე სამუშაოებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ სერვისების ცენტრი და და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

„ჩვენ ეტაპობრივად მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ის კონკრეტული ქუჩები, სადაც ყველაზე ხალხმრავალი ადგილებია, სპეციალური ხსნარებით მუშავდება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ა(ა)იპ სერვისების ცენტრთან ერთად. თითოეულ თანამშრომელს უღრმესი მადლობა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

ხელისუფლების ინფორმაციით, გზების მორეცხვა ქალაქის ცენტრალური ქუჩებიდან დაიწყო და ეტაპობრივად ყველა უბანს მოიცავს.