ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ფოთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ფოთში, ათონელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. პირველი სართული სრულად დაიწვა, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.

„მეორე სართულზე ვიყავი, როდესაც შავი კვამლი შევნიშნე, იატკიდან ამოდიოდა. უცებ გარეთ გამოვვარდი და კივილი დავიწყე. რომ არა მეზობლები, ცეცხლი სახლს მთლიანად მოედებოდა. ქვემოთ მაცივარი იყო ჩართული, ალბათ მოკლე ჩართვამ გამოიწვია ხანძარი“, – ამბობს სახლის მეპატრონე, პენსიონერი ნარგიზა ციკოლია.

შემთხვევია ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან გაუფრთხილებლობით განადგურებას გულისხმობს.