ფოთში საბაჟოს თანამშრომლების მიზნობრივი კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა
ფოთში საბაჟოს თანამშრომლების მიზნობრივი კვლევის შედეგად კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა

ფოთიდან მიზნობრივი კვლევის ფარგლებში საბაჟოს თანამშრომელთა ნაწილი კორონავირუსზე გამოიკვლიეს. ასევე, გამოიკვლიეს მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„ზუგდიდის ლაბორატორიაში გვქონდა გაგზავნილი ყველა ანალიზი. მათი პასუხი უარყოფითია. გამოკვლევა „პისიარ“ მეთოდით ჩატარდა. გამოვიკვლიეთ საბაჟოს თანამშრომლები, ასევე ერთი პირი, მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ზუგდიდის კლასტერთან. ანალიზის უარყოფითი პასუხის შედეგად მძღოლი მოიხსნა თვითიზოლაციიდან“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.