ფოთში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

21:04, 25.12.2019

ფოთში, ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებაში ქალაქის ადგილობრივი ანსამბლები და მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობენ.

17 იანვრამდე ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი სანახაობა გაიმართება.

ფოთში სადღესასწაულო განათებებითა და ილუმინაციებით მოირთო ქალაქის ცენტრალური ქუჩები და სკვერები. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ქალარფულ სფირითმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 209 742 ლარს შეადგენს.

მსგავსი