ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ
ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ

ფოთში ქალაქის დღეს ზეიმობენ. დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ცენტრალურ პარკში გაიმართება გამოფენები, ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდის, ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების კონცერტი და ადგილობრივი ბენდების იმპროვიზირებული გამოსვლები.

ღონისძიებებს ფოთთან დამეგობრული ქალაქების პირველი პირები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„მოვუწოდებ ყველას, გამოვიდნენ ქუჩებში და მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან ღონისძიებებში. რაც მნიშვნელოვანია, დღეს, ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.