ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ოპოზიცია სპორტულ სკოლებში არსებულ ვითარებას აპროტესტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის წევრმა დავით ხომერიკმა განაცხადა, რომ ყველა სკოლაში ინფრასტრუქტურა მოშლილია და უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.
ოპოზიციის თქმით, მაშინ, როდესაც არსებობს სპორტის სამსახური, დამატებითი სასპორტო გაერთიანების ფუნქციონირება მხოლოდ დამატებითი ხარჯია.
ოპოზიცია ხელისუფლებას ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვისაკენ მოუწოდებს და სპორტულ სკოლებში არსებული ვითარების გაუმჯობესებას სთხოვს.
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი აღმასრულებელი ხელისუფლების მოსაგვარებელია.