ფოთში ნიკო ნიკოლაძის 175-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყო
ფოთში ნიკო ნიკოლაძის 175-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყო

ფოთში პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის 175-ე საიუბილეო წლის აღსანიშნავი ღონისძიებები დაიწყო.

ამ დღესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება იმართება.

საკრებულოს სხდომათა დარბაზისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელის მინიჭების საზეიმო ცერემონია ჩატარდა.

გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის რეაბილიტირებული კოშკი, ასევე მოეწყო ფოტოგამოფენა „ნიკო ნიკოლაძე და ქალაქი ფოთი“.

„ნიკო ნიკოლაძის ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ქალაქს უკავშირდება. ის ყველა ეპოქასა და დროში იცოცხლებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობებმა იცოდნენ ამ დიდი ადამიანის ღვაწლის შესახებ,“ – განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა.