ფოთში სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო
ფოთში სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოეწყო

ფოთში გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

ნავსადგურის თანამშრომლებმა კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია მოაწყვეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნავსადგურის მოიჯარე და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებმა. აქციაში ჩაერთნენ ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

„5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს ნავსადგური ყოველწლიურად აღნიშნავს სხვადასხვა აქტივობით. წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია და ამჯერად კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის დასუფთავება გადავწყვიტეთ. წლევანდელი აქცია ბევრად მასშტაბური იყო, რადგან მასში ნავსადგურის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ ჩვენი მოიჯარე და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები და მოსწავლეები. ყველამ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე, რამეთუ სუფთა გარემო ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“, – განაცხადა კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ გარემოს დაცვის მენეჯერმა ეკატერინე გოგოლაძემ.