ფოთში, ნაბადის უბანში საბავშვო ბაღი გაქურდეს

11:45, 12.04.2018

ფოთში, ნაბადის უბანში, მე-3 საბავშვო ბაღი გაქურდეს.

არსებული ინფორმაციით, ბაღიდან წაღებულია მუსიკალური აპარატურა.

„დილით მოსულებს ბაღი გაქურდული დაგვხდა. მაშინვე მივმართეთ პოლიციას“, – განაცხადა საბავშვო ბაღის გამგემ დარეჯან დეისაძემ.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი