ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის 20 მძღოლს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა
ფოთში მუნიციპალური ტრანსპორტის 20 მძღოლს კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის 20 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა.

„ფოთში დღეს 20 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები არიან. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ვიმედოვნებთ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითი იქნება“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.