ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან შობის დღესასწაული კონცერტით აღნიშნეს
ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან შობის დღესასწაული კონცერტით აღნიშნეს

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ქორეოგრაფიული, ფოლკლორული, ვოკალური და საესტრადო ჯგუფები წარდგნენ. დაჯილდოვდნენ წარმატებული სპორტსმენები. ასევე, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ყველა სტუმარს ტკბილეულის დაგემოვნების საშუალება ჰქონდა.

„წელს ფოთი განსხვავებულად აღნიშნავს შობის დღესასწაულს; მოეწყო საახალწლო სოფელი, მთავარ მოედანზე განსაკუთრებული ხალხმრავლობა და მხიარულებაა. ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

დატოვე კომენტარი