ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს [ფოტო]

12:06, 27.12.2019

ფოთში, მთავარ ნაძვის ხესთან ილუმინაციები და ელექტროგაყვანილობა დააზიანეს.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ სადღესასწაულოდ, ქალაქის გაფორმება ჯერ არ დასრულებულა, ცენტრალურ მოედანზე კი, ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა.

„გულდასაწყვეტია, რომ წინასადღესასწაულო დღეებში ასეთი ფაქტები ფიქსირდება და ცდილობენ, მოსახლეობას გაუფუჭდეს საახალწლო განწყობა. ყველაფერი აღდგება და გპირდებით, ასეთი ქმედებებით ვერაფერს დააკლებენ ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა მერის მოადგილე პაატა ლაგვილავამ.

მისი თქმით, ქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება 17 იანვრამდე ყოველდღიურად გაიმართება.

მსგავსი