ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა [ფოტო]
ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა [ფოტო]

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფოთში. თვითმხილველების თქმით, ნაბადის უბანში მსუბუქი ავტომანქანა ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა.

დაშავებულია მანქანის მძღოლიც.

„გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი. ადგილზე მისვლისთანავე დაშავებულებს გავუწიეთ შესაბამისი დახმარება და გადავიყვანეთ ფოთის ჰოსპიტალში. ჭიშკართან მდგომი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკული, მძღოლის კი სტაბილურია“, – აცხადებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის მენეჯერი, კესო გელენიძე.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.