ფოთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
ფოთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, რომ ბრალდება გადაკვალიფიცირდა და პოლიცია დაკავებულს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ედავება. დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება.
ჯანაშიას ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისას ახალგაზრდა მამაკაცმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რა დროსაც, პოლიციელმა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე იარაღი გამოიყენა.
წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
დაკავებული პოლიციელი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას აგრძელებს. იგი სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
პირი, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, სამართალდამცველის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ცეცხლის გახსნამდე პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.