ფოთში მოხალისეები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ
ფოთში მოხალისეები მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

დარჩით სახლში, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი, – ამ სიტყვებით ფოთელი მოხალისეები ფოთის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ისინი ფოთის ქუჩებში მსუბუქი მანქანებით, მეგაფონებით გადაადგილდებიან და მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს აცნობენ.