ფოთის მერიასთან ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა
ფოთის მერიასთან ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოითხოვნით აქციას მართავდნენ, ხმაური იყო.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ადგილზე „ქართული ოცნების” მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს ცოცხები ესროლეს.

ვითარება სამართალდამცველებმა განმუხტეს.

,,მუნიციპალიტეტის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი აქაა მობილიზებული, მშიშარა მთავრობა. გავაპროტესტეთ წართმეული არჩევნები და კი ხედავთ, რა მდგომარეობაა. შენობა თავიდან ბოლომდე საჯარო მოხელეებით და პოლიციელებით არის სავსე. სულ რაღაც 30 კაცამდე მოვედით და მთელი საჯარო სივრცე აქაა მობილიზებული, არ გვაძლევენ პროტესტის გამოხატვის უფლებას, მოდიან პროვოკაციაზე“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი შამუგიამ.

დატოვე კომენტარი