ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

16:04, 27.04.2019

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

მანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ გადმოსვლა მალევე მოახერხეს და არც ერთი მათაგანი არ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იმყოფებოდა.

ექიმების ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს დაზიანებები არ მიუღიათ და პირველადი დახმარება არ დასჭირვებიათ. ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა.

მსგავსი